”ზოგადად, ძალიან კარგი იქნებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დასწრებოდნენ საკონსტიტუციო კომისიის სხდომებს“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. დღეს საკონსტიტუციო პროექტის განხილვას პრეზიდენტი არ დასწრებია.
”ზოგადად, ძალიან კარგი იქნებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დასწრებოდნენ საკონსტიტუციო კომისიის სხდომებს. ასეთ შემთხვევაში მათ ნამდვილად მეტი ცოდნა ექნებოდათ საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით. ხშირად მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი, ფაქტობრივად, არასწორ ინფორმაციას აწვდიან ხოლმე პრეზიდენტს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ სინანულით შემიძლია განვაცხადო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ ჩაერთვნენ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში”, - განაცხადა კობახიძემ.
მან პრეზიდენტის ხუმრობასაც უპასუხა, როდესაც გიორგი მარგველაშვილმა მას მიმართა - ”იმდენი მამეცადინეთ კონსტიტუციაში, დიპლომი მომეცით ბარემ”. ”დიპლომი არ ეკუთვნის, ჩემგან ყოველ შემთხვევაში”- უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.