თურქეთში მასობრივი დაკავებები გრძელდება. პოლიციამ ამჯერად სტამბოლის საფონდო ბირჟის 53 ყოფილი თანამშრომელი დააპატიმრა. მათ ბრალი ხელისუფლებისგან დევნილ ფეთულა გიულენთან კავშირში ედებათ, რომელსაც ანკარა სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. ვრცელდება ინფორმაცია ოპოზიციური გაზეთის, კუმჰარიეთის რედაქტორის, იუგუზ გიუვენის დაკავების შესახებაც. პოლიცია მასაც ანალოგიურ ბრალდებას უყენებს.