თელავში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება. დისკურსიას პრეზიდენტი არ დაესწრება, თუმცა შეხვედრის დაწყებამდე მან პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა: „იმდენი მამეცადინე კონსტიტუციაში, რომ დიპლომი მომეცი ბარემ“.
ადგილზე ჩასული საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, ისინი აპირებენ ადგილობრივთა მიერ დასმულ ყველა კითხვას პასუხი გასცენ. მათი თქმით, წარმოდგენილია საკონსტიტუციო ცვლილებების ისეთი პროექტი, რომელიც უქზუნველყოფს ქვეყნის განვითარებას.