საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს რომ ქვეყანაში საჭიროა ქმედითუნარიანი შრომის ინსპექციის არსებობა. მან გუშინდელი ტყიბულის ტრაგედია გაიხსენა და შრომის ინსპექციის მუშაობის მოწინააღმდეგეებს “მკვლელები” უწოდა.
„მექანიზმი უნდა იყოს ისეთი, რომელსაც ექნება ბერკეტები, რომელსაც ექნება საშუალება შეამოწმოს საშიში სამუშაო პირობების მქონე საწარმოები და არა მარტო და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ჰქონდეს სავალდებულოდ შესასრულებელი გადაწყვეტილებები,“ - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ, ნათია კაციტაძემ.