ჩვენ უნდა მივესალმოთ იმას, რომ ასეთი გარანტია საქართველოში პირველად გაიცა, რომ აღარ მოხდება ის, რომ ეს შენიშვნები გათვალისწინებული აღარ იქნება, - ამის შესახებ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ პროცესის ბოლოს შეიქმნება იმის საშუალება, რომ ჩამოყალიბდეს ღირსეული კონსტიტუცია, თუნდაც იმის გამო, რომ ხელისუფლებამ თქვა, დადო საჯარო პირობა, რომ თუ რომელიმე ნორმა იქნება დაწუნებული არასამართლიანობის თვალსაზრისით, ის პროექტში ბოლოს აღარ დარჩება.
„ეს არის უზარმაზარი გარანტია ამ საკითხისა. ჩვენ უნდა მივესალმოთ იმას, რომ ასეთი გარანტია საქართველოში პირველად გაიცა, რომ აღარ მოხდება ის, რომ ეს შენიშვნები გათვალისწინებული აღარ იქნება. თან კარგი პროცესი მიდის. ამასთან, გარდა ადრე მიღებული პრაქტკისა, როდესაც ვენეციის კომისიისგან დასკვნა მხოლოდ წერილობით მოდიოდა, მერე ჩვენ ერთად დავსხდებოდით და შეიძლებოდა, ეს დასკვნა სხვადასხვანაირად წაგვეკითხა, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ის, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტების ძირითადი ნაწილი, ვინც ეს დასკვნა უნდა დაწეროს, ამ თვის ბოლოს მოდის ბერლინის კონფერენციაზე. იქ იქნებიან ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტებიც (ვინ მხარი დაუჭირა პროექტს და ვინც არ დაუჭირა) და უშუალოდ იქნება განხილვა კონსტიტუციის პროექტისა.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესის ბოლოს შეიქმნება იმის საშუალება, რომ ჩამოყალიბდეს ღირსეული კონსტიტუცია, თუნდაც იმის გამო, რომ ხელისუფლებამ თქვა, დადო საჯარო პირობა, რომ თუ რომელიმე ნორმა იქნება დაწუნებული არასამართლიანობის თვალსაზრისით, ის პროექტში ბოლოს აღარ დარჩება. ეს არის მართლაც წინგადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.