ახალი პროექტით, პრეზიდენტი იქნება ეროვნული თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მთავრობამ და სამინისტროებმა, რომლებიც მშვიდობიანობის დროს მართავენ თავდაცვის სისტემას, ეკონომიკას, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, საგარეო ურთიერთობებს და ჯანდაცვის სისტემას - ყველაზე უკეთ იციან თოთოეულ ამ სფეროში როგორია მზაობის დონე.
”ახალი კონსტიტუციით, თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების სფეროში სუბორდინაციის სისტემა, რომელიც არის მშვიდობიანობის დროს, შენარჩუნდება საომარი მოქმედებების დროსაც. მთავრობამ და სამინისტროებმა, რომლებიც მშვიდობიანობის დროს მართავენ თავდაცვის სისტემას, ეკონომიკას, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, საგარეო ურთიერთობებს და ჯანდაცვის სისტემას - ყველაზე უკეთ იციან თოთოეულ ამ სფეროში როგორია მზაობის დონე. აქედან გამომდინარე, საომარი ვითარების დროსაც მათი მონაწილეობა ერთიანი პასუხის ფორმირებაში და ვითარების მართვაში ლოგიკური და აუცილებელია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ახალი პროექტით, პრეზიდენტი იქნება ეროვნული თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე - მას რჩება მნიშვნრლოვანი სტატუსი”, - განაცხადა თალაკვაძემ.