აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თეთრ სახლში ვიზიტს Twitter-ის პირად გვერდზე ეხმაურება.
"პატივი მქონდა, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად, თეთრ სახლში მიმეღო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი", - წერს დონალდ ტრამპი Twitter-ზე.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს თეთრ სახლში შეხვდა.
რაც შეეხება დონალდ ტრამპთან შეხვედრას, შტატებში ვიზიტის ოფიციალურ პროგრამაში ის წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა.