საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი ასევე ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს ხვდება. მხარეები ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს განიხილავენ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მიწვევით იმყოფება.