საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ წუთებში თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მხარეები ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს განიხილავენ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მიწვევით იმყოფება.