„რჩება ერთადერთი გზა, ეს არის რევოლუციური გზა“,-განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა საკონსტიტუციო პროექტის განხილვაზე. მან საარჩევნო 5%-იან ბარიერზე ისაუბრა და განაცხადა, ეს ხელისუფლების მიერ შექმნილი დაბრკოლებაა.
„თქვენ ჩვენ გვიკარგავთ ხელისუფლებაში მშვიდობიანი გზით მოსვლის პერსპექტივას. თქვენ გვეუბნებით ჩვენ, რომ რჩება ერთადერთი გზა, ეს არის რევოლუციური გზა,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.