"საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ისტორიული უსამართლობის შედეგად ოკუპირებულია ძალიან ძლიერი მეზობლის მიერ“,-განაცხადა პრეზიდენტმა საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვის შეხვედრაზე. მან პროექტში ჩაწერილ მთავარსარდლის ფუნქციაზე ისაუბრა.
"საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ისტორიული უსამართლობის შედეგად ოკუპირებულია ძალიან ძლიერი მეზობლის მიერ. ამ ვითარებაში ქვეყნის ჯარისთვის მთავარსარდლის გაქრობა, რომელიც რეალურად ამ კონსტიტუციაში, პრინციპულად პრობლემურად მიმაჩნია“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, შეკვეცილი უფლებების ამარა პრეზიდენტი მხოლოდ ფორმალური პირველი პირი იქნება და არანაირი ბერკეტი აღარ დარჩება.
„ნომინალურად პრეზიდენტს ერქმევა მთავარსარდალი, მაგრამ ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ომის გამოცხადებასთან დაკავშირებითაც კი, პრეზიდენტს მოუვა პრემიერმინისტრის წარდგინება და პრეზიდენტს დისკრეციაც არ აქვს, გადაწყვიტოს, გამოაცხადოს თუ არა ომი,“- განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.