დიდუბის რაიონის გამგეობამ მდინარე დიღმულას მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა დაასრულა. მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, კონტრაქტორმა კომპანიამ 785 კვ.მ ფართობზე, 500 გრძივი მეტრი უსაფრთხოების მოაჯირები და მავთულის ბადეები დაამონტაჟა.
სამუშაოები შ.პ.ს „რეალ ენერჯიმ“ შეასრულა, რომლის ღირებულებამ 14 000 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, “თბილსერვის ჯგუფმა“ მდინარე დიღმულა და მისი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა. სამუშაოები 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.