პრეზიდენტს აქვს ძალიან შეზღუდული კომპეტენციები დღესაც და ხვალაც ასე იქნება , - განაცხადა საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვისას გურიაში პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით ისაუბრა და მაგალითად ევროპული გამოცდილება მოიყვანა.
„პრეზიდენტი ამ სისტემაში არ არის პასუხისმგებელი ქვეყნის მართვაზე, მას არ აქვს შესაბამისი ძალაუფლება და უფლებამოსილებები მინიჭებული და იმ პირობებში, როდესაც ამ სისტემაში პრეზიდენტს ირჩევ პირდაპირი წესით. ჩნდება ძალიან დიდი დისპროპორცია, დისბალანსი პრეზიდენტის მანდატს, ლეგიტიმაციასა და უფლებამოსილებებს შორის. ანუ პრეზიდენტს აქვს ძალიან შეზღუდული კომპეტენციები დღესაც და ხვალაც ასე იქნება და მას აქვს მინიჭებული ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია და მანდატი. არის უზარმაზარი დისპროპორცია, რაც პრაქტიკაშიც აჩენს ხოლმე პრობლემებს. ეს ქართულმა გამოცდილებამაც დაადასტურა და ამასვე ადასტურებს ევროპული გამოცდილება,“ - აღნიშნა კობახიძემ.