„ქართული ოცნების“ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა, არის მუსოლინის სისტემა - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საყოველთაო განხილვაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვისას გურიაში.
"რეფენდუმი ვერ ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ამიტომ წამოვაყენეთ იდეა, პლებისციტით გაირკვეს, რომელ მიმართულებას უჭერს ხალხი მხარს. რამდენიმე დღეში იქნება ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა, თუმცა კარგი იქნებოდა დასკვნა ყიფილიყო და შემდეგ ჩატარებულიყო განხილვები. პარტიები არსებულ კონსტიტუციას იწუნებდნენ, რადგან არსებული კონსტიტუცია იწვევს ძალაუფლების ზედმეტ კონცენტრაციას. თუ ვცვლით, ეს უნდა გამოირიცხოს. სამართლიანი საარჩევნო სისტემა იქნება ისეთი, რომ რა პროცენტიც მისცა ხალხმა ხმა პარტიას, იმ პროცენტის ადგილები ჰქონდეს პარლამენტში. „ქართულ ოცნებას“ სწყინს, მაგრამ ასეთი სისტემა მუსოლინიმ შესთავაზა იტალიას. ამ ცვლილელებით, პარტიამ შესაძლოა მიიღოს 30 პროცენტი და მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. რა მნიშვნელობა აქვს მაჟორიტარებით მოხდება, როგორც ახლაა ეს, თუ ამ ცვლილებებით?! ჩვენ საარჩევნო სისტემის ამ ნაწილს მუსოლინის სისტემა დავარქვით”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. მისივე თქმით, დარწმუნებულა, რომ ვენეციის კომისიას ამ ნაწილში ექნება კრიტიკული შენიშვნები.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე საერთო - სახალხო მსჯელობა დღეს გურიაში გრძელდება. კომისია მოსახლეობას ჩოხატაურში ხვდება.