ამ წუთებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს პრეზიდეტს ხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის თქმით, საუბარი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საკონსტიტუციო რეფორმაზე.
“ ბუნებრივია, საუბარი შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ქვეყნის დეოკუპაცის. ამავდროულად საუბარი შეეხება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმას,“ - განაცხადა აბაშიშვილმა.