ხმაურის ფონზე მიმდინარეობს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისში. შეხვედრაზე ერთმანეთს მმართველი გუნდი და ოპოზიცია დაუპირისპირდნენ, საკამათო ობიექტი საარჩევნო სისტემა გახდა. ოპოზიცია გადაუნაწილებელი მანდატების უმრავლესობისთვის მიკუთვნებას აპროტესტებს.
„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო კაპანაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივები მუსოლონის სისტემას უკავშირდება.
პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კი ვენეციის კომისიისგან მანდატების საკითხზე პოზიტიურ შეფასებას ელის.