მთავრობის წარმომადგენლები მიესალმებიან პრეზიდენტის ჩართულობას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვებში. დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ფაქტს უპრეცედენტოდ მასშტაბურად აფასებს.
„ახლა იწყება მეორე ეტაპი, ეს არის კანონის და კონსტიტუციის ვალდებულება პირდაპირ, რომ უნდა მოხდეს კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვა და ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტი ამ პროცესში მიიღებს მონაწილეობას,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
კომენტარი გააკეთა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიქტორ დოლიძემ. მან განხილვის პროცესში მხარეთა მრავალფეროვნება დადებითად შეაფასა.
„თუკი მოხდება პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის შეთანხმება, ან საერთოდაც სამუშაო ჯგუფებს შორის შეთანხმება პრეზიდენტის მონაწილეობის შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.