ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან უკვე გამართა, ამ წურთებში კი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვდება.
განხილვის თემა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხები იქნება. შეხვედრის შემდეგ, რომელშიც საქართველოს მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის საფინანსო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
დოკუმენტს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი მოაწერენ ხელს. მოგვინებით პრემიერი და ევროკომისარი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.