გეტყვით, რომ 2018 წლის დასაწყისიდან ახალი პარტია, თავისი ყველა ატრიბუტით გამოვა პოლიტიკურ ასპარეზზე, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი ამოცანა პოლიტიკური ველის გაუმჯობესებაა.
"ექსპერტთა კლუბში საინტერესო და საფუძვლიანი საუბარი გვქონდა. განვიხილეთ არა მხოლო ჩვენი გეგმა, არამედ ზოგადად არსებული ვითარება. დიახ, გეტყვით, რომ 2018 წლის დასაწყისიდან ახალი პარტია, თავისი ყველა ატრიბუტით გამოვა პოლიტიკურ ასპარეზზე. მანამდე ჩვენ ადგილობრივ არჩევნებში ვგეგმავთ მონაწილეობას თბილისსა და იმ რეგიონებში, სადაც გვექნება ამის შესაძლებლობა ფორმირების პროცესში მყოფ გუნდს. გვარებსა და სახელებზე უფრო დეტალურად მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში მოგახსენებთ. მთავარი ამოცანაა პოლიტიკური ველის გაუმჯობესება”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.