ამერიკელი კონგრესმენების აშშ-ის პრეზიდენტისადმი მიმართვა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ძალიან მჭიდრო სტრატეგიულ ურთიერთობას, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და მან იმედი გამოთქვა, რომ ეს სტატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღმავდება.
”კონგრესმენის წერილში ხაზგასმულია სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ორ ქვეყანას - აშშ-ს და საქართველოს აკავშირებს. წერილში ხაზგასმულია ის დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ტარდება. საქართველო მოხსენიებულია, როგორც აშშ-ს მტკიცე და სანდო პარტნიორი. ხაზგასმულია ასევე ჩვენი ქვეყნის როლი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-სთან დაკავშირებით არის ძალიან მკაფიო ჩანაწერი, როცა კონგრესმენები პრეზიდენტ ტრამპს მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩანაწერი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების თაობაზე”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.