50-მდე რუსი ბაიკერი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. ამის შესახებ ერთ-ერთი მათგანი, დიმიტრი ხრიპკოვი სოციალურ ქსელში წერს.
"მოვიდა შეტყობინება სასაზღვრო სამსახურიდან, რომ მაისის დღესასწაულების ბოლომდე ჩვენთვის საქართველოს საზღვარი დაკეტილია."-იტყობინება რუსი ბაიკერი.
ამ ინფორმაციას კიდევ ერთი მოტოციკლისტი პაველ იარცევი ადასტურებს.
" გუშინ ზემო ლარსის სასაზღვრო პუქტზე დაახლოებით 22:00 საათზე მივედი. დავინახე, რომ მოტოციკლისტები ცალკე იდგნენ. რიგში ჩავდექი და როდესაც მესაზღვრეს პასპორტი და მოტოციკლის საბუთი მივაწდე, დამისვეს კითხვები, თუ სად ვმუშაობ და ა.შ. 40 წუთში პასპორტი გამომიტანეს და მითხრეს, რომ არ მაძლევენ საქართველოში შესვლის უფლებას,"-აცხადებს იარცევი.