ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანია „დაიცავი კონსტიტუციის“ წევრებს ხვდება. დასაწყისში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მზადაა მოისმინოს კამპანიის წევრთა იდეები.
„საინტერესოა თქვენთან შეხვედრა. მზად ვარ, მოვისმინო თქვენი შეხედულებები კონსტიტუციის ახალ პროექტზე. ეს ის საკითხია, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ეხება. მე ორი თვის განმავლობაში ვცდილობ, კიდევ უფრო მეტად ჩავრთო მოქალაქეები ამ საკითხის განხილვაში. მზად ვარ, მოვისმიო თქვენი პოზიცია“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.