საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებმა ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. ახალი ხელმძვანელი კახა ბექაური გახდა, იგი კენჭისყრაზე ერთადერთი კანდიდატი იყო.
კახა ბექაური 1969 წელს დაიბადა. ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემიტიკის ფაკულტეტის ოპტიმიზაციისა და ოპტიმალური მართვის სპეციალობით სწავლობდა. სხვადასხვა დროს მუშაობდა კერძო კომპანიებში, 2000 წლიდან მედიასივრცეში მუშაოდა. 2000-2002 წლებში საქტელერადიომაუწყებლობის თავმჯდომარის მოადგილედ; 2002-2003 წლებში იყო ტელეკომპანია,,მზის,, გენერალური დირექტორი; 2004-205-წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 2010-2011 წლებში ტელეკომანია ,,მაესტროს,, გენერალური დირექტორი; 2012 წელს ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ხელმძღვანელი; 2014 წლიდან კი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომიის წევრია.