ბლოკის ინსტიტუტის გაუქმებას აქვს პრინციპული მნიშვნელობა კონსტიტუციის გადასინჯვისას, - განაცხადა პარლამენტი თავმჯდომარემ მედიასთან შეხვედრაზე. მისივე თქმით, დღეს საქართველოში არსებობს 20 ე.წ კვალიფიური სუბიექტი, რეალურად კი, 6-7 პარტიას ვერ გადაცდება.
"შესაბამისად, ბლოკის ინსტიტუტი თუ არ გაუქმდება, საქართველოში არასოდეს ჩამოყალიბდება ინსტიტუციონალიზებული პარტიული სისტემა, აქედან გამომდინარე ბლოკის ინსტიტუტის გაუქმებას აქვს პრინციპული მნიშვნელობა კონსტიტუციის გადასინჯვისას“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერის შესახებ ისაუბრა.
,,5 %-იანი საარჩევნო ბარიერის დაწესება არის ევროპის ქვეყნებში აპრობირებული პრაქატიკა. არის 10-ზე მეტი ქვეყანა ევროკავშირში, სადაც პარტიებისთვის მოქმედებს 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, აქედან გამომდინარე ამ საკითხთან დაკავშირებით ვერც იურიდიული და ვერც სხვა სახის შენიშვნები ვერ იქნება. ჩვენ გვქონდა პირველადი კონსულტაციები ვენეციის კომისიის ექსპერტებთან და მათაც ეს პოზიცია დააფიქსირეს“,- განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ე.წ ბონუსს სისტემაზე გააკეთა განმარტება.
„რაც შეეხება ე.წ ბონუსს, ანუ გაუნაწილებელი მანდატების დამატებას გამარჯვებული პარტიისთვის, რაც არის მნიშვნელოვანი, ჩვენი აზრით, იმისათვის, რომ პლურალიზმთან ერთად უზრუნვლეყოფილი იყოს სტაბილურობის სათანადო ხარისხი. ეს არის ამოცანა და სწორედ ამ მიზნით ხდენა ე.წ. ბონუსის ელემენტის დამატება საარჩევნო სისტემისთვის. რაც შეეხება ციფრებს, ხშირად მანიპულირებენ ციფრებით ჩვeნი ოპონენტები და საზოგადოებას აწვდიან არასწორ ინფორმაციას ბონუსის მნიშვნელობასთან და მოცულობასთან დაკავშირებით. ჩევნ თუ განვიხილავთ ბოლო ხუთი არჩევნების შედეგებს - ბოლო ხუთ არჩევნებში ბონუსი საშუალოდ იქნებოდა 5%, ბოლო ოთხი არჩევნების შედეგების მიხედვით იქნებოდა 3,1%, ბოლო არჩევნებში დაკარგული ხმების ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო, შესაბამისად გაუნაწილებელი მანდატების, და ბოლო არჩევნებშიც კი ბონუსი იქნებოდა 8 %.
ოპონენტები საუბრობენ 30 მანდატზე, რეალურად კი ბონუსი საშუალოდ იქნებოდა 5% 3,1 და 8%. საუბარია მინიმალურ დანამატზე იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს გარკვეული ხარისხით სტაბილურობა საპარლამენტო ცხოვრებაში, საპარლამენტო უმრვალესობა ჩამოყალიბებული იყოს მეტ ნაკლებად სტაბილური ფორმით, ერთპარტიული თუ მრვალპარტიული ფორმატით.
ეს სისტემა თავისი ბონუსით და ყველაფრით არ იძლევა ერთპარტიული უმრავლესობის ჩამოყალიბების გარანტიასაც კი. მარტივად რომ ვთქვათ, შეიძლება გამარჯვებულმა პარტიამ აიღოს ხმების 40 % და შეიძლება თავისუფლად არ დაიკარგოს 10%-ზე მეტი ხმების, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პარტიას ვერ იქნება 75 -ზე მეტი მანდატი საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.