საკონსტიტუციო კომისია იყო ყველაზე ფართო ჩართულობაზე დაფუძნებული, რაც კი ისტორიას ახსოვს ამ 25 წლის განმავლობაში, - განაცხადა მედიასტან შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, არსებულ კონსტიტუციას უამრავი ხარვეზი ქონდა.
„ძალიან მკაფიოდ იყო განსაზღვრული თითოეული შეხვედრის მიზანი და ამოცანა, რაც არ გვახსოვს ჩვენ წინა კომისიების პრაქტიკიდან და ეს ყველაფერი აისახა კომისიის მუშაობაზე. კერძოდ კომისიის თითოეულმა წევრმა იცოდა კომისიის სხდომაზე რისთვის მოდიოდა, რა იყო კომისიის მიზანი, ამან განაპირობა ძალიან მაღალი დასწრების მაჩვენებელი და ამან განაპირობა ძალიან აქტიური დისკუსიები. კომისია იყო ყველაზე ინკლუზიური და ფართო ჩართულობაზე დაფუძნებული რაც კი ისტორიას ახსოვს ამ 25 წლის განმავლობაში,“-განაცხადა კობახიძემ.