საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან ჩვენ პარტნიორები ვართ და გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ საქართველო- ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც თბილისში, ათონელის ქუჩაზე აშშ-ს საელჩოს ყოფილ შენობაში მიმდინარეობს.
ელჩის განცხადებით, საქართველომ და ამერიკამ უნდა ისაუბრონ მიღწევებზე და ერთად დასახონ სამომავლო გეგმები.
"ჩვენ ვზეიმობთ პატნიორობას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო პარტნიორობა. აქ იმყოფებიან პირველი სამი ელჩი, ვინც საქართველოში საქმიანობდნენ და ამ შენობაში მსახურობდნენ, მაშინ აშშ-ს საელჩო იყო ამ შენობაში. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ მიღწევებზე, რაც ერთად გვქონდა და ასევე, დავსახოთ სამომავლო გეგმები”, - დასძინა იან კელიმ.