როდესაც მაღალი თანამდებობის პირის ოჯახის წევრების დასაქმება ხდება, ბუნებრივია, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, რომ ნებისმიერ საჯარო უწყებას, ვინც ასეთ დასაქმებას ახდენს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეთხოვება გამჭვირვალობა და გახსნილობა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა "ევროპული საქართველოს" წევრის ირმა ნადირაშვილის დღევანდელ ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, ვინმეს ოჯახის წევრობა არ შეიძლება იყოს კომპრომატი ან დასაქმებისთვის მუდმივი წინააღმდეგობა.
"თავისთავად ვინმეს ოჯახის წევრობა არ შეიძლება იყოს კომპრომატი ან დასაქმებისთვის მუდმივი წინააღმდეგობა. ადამიანები პროფესიას ეუფლებიან და შემდეგ იმ პროფესიაში ვითარდებიან. ვინმეს ოჯახის წევრობამ არავის ხელი არ უნდა შეუშალოს კარიერულ წინსვლაში. თუმცა, როდესაც მაღალი თანამდებობის პირის ოჯახის წევრების დასაქმება ხდება, ბუნებრივია, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, რომ ნებისმიერ საჯარო უწყებას, ვინც ასეთ დასაქმებას ახდენს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეთხოვება გამჭვირვალობა და გახსნილობა”, - განაცხადა ხიდაშელმა.
ცნობისთვის, "ევროპული საქართველოს" წევრმა ირნა ნადირაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის მეუღლე ავთანდილ ხარაძე ლევან იზორიამ გენერალურ ინსპექციაში დანიშნა. ასევე, „ქართული ოცნების“ ახალი სახის, თამარ ხულორდავას მეუღლე ლევან ვახტანგაძე გენერალურ ინსპექციაში დაინიშნა.