კამპანია „დაიცავი საქართველოს კონსტიტუცია“- ს წევრები: ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დღეს რიგით მეორე შეხვედრას გამართავენ.
დღევანდელ შეკრებაზე მოხდება დეკლარაციის ტექსტის საბოლოო შეჯერება, რომელსაც უახლოეს დღეებში კამპანიის მონაწილე ყველა სუბიექტი მოაწერს ხელს.
ასევე დღევანდელ შეხვედრაზე შეჯერდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის და შესაბამისად დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად უნდა განხორციელდეს.