სამწუხაროა ის ვითარება, რაც შექმნილია საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ პრეზიდენტის მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.
პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის ვადებზე საუბრისას ბესელიამ აღნიშნა, რომ პარლამენტის, როგორც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობითი, ყველაზე მაღალი ინსტიტუტის მიმართ ხორციელდება ღია და აშკარა უპატივცემული, ხშირად არასაქმიანი, არასასურველი, არასასარგებლო დამოკიდებულების დემონსტრირება.
"სამწუხაროდ, ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით ამ პროცესს, რომ პარლამენტის, როგორც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობითი, ყველაზე მაღალი ინსტიტუტის მიმართ ხორციელდება ღია და აშკარა უპატივცემული, ხშირად არასაქმიანი, არასასურველი, არასასარგებლო დამოკიდებულების დემონსტრირება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან ჩვენ მოგვისმენია სრულიად მიუღებელი დამოკიდებულება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს, როგორც ინსტიტუციის მიმართ. რაც შეეხება კონსტიტუციასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესს, ვითარება, რომელიც ჩამოყალიბდა პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან, არ არის კონსტრუქციული, არ არის სამუშაო და ბუნებრივია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ამაზე სინანულით და გულდაწყვეტით საუბრობს, ეს ლოგიკური და გასაგებია. სამწუხაროა, ის ვითარება, რაც შექმნილია საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ პრეზიდენტის მხრიდან. ეს არ უნდა იყოს რეფორმის და ამ მნიშვნელოვანი ეტაპის საწინააღმდეგო პროცესი. არამედ, ეს უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ ხელი შეეწყოს ქვეყანაში კონსტიტუციურ რეფორმას”, - დასძინა ეკა ბესელიამ.