2017 წლის ბოლომდე ავიაკომპანია Emirates Airline საკუთარ ბორტებზე, პირველი კლასის განახლებას დაასრულებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება Emirates Group-ის წარმომადგენელმა, შეიხმა ახმედ ბენ საიდ ალ მაკტუნმა გააკეთა.
პირველი კლასის განახლებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, თუმცა პროექტი წლის ბოლომდე აუცილებლად დასრულდება.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ განახლება შეეხება არა მხოლოდ სავარძლებს, არამედ მთლიანად კუპეს. თავად Emirates-ში გარკვეულ დეტალებს ამ დრომდე არ ასაჯაროებენ.
„ვფირქობ, რომ მგზავრებს მოეწონებათ“, აღნიშნა შეიხმა.