პარლამენტი ბიზნესთან თანამშრომლობისთვის აბსოლუტურად ღია და გახსნილი იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მთავარია, რომ ჩამოყალიბდეს ძალიან ქმედითი ფორმატი იმისათვის, რომ წინასწარ მოხდეს ყველა იმ ინიციატივის განხილვა, რომელიც დაკავშირებულია ბიზნესის ინტერესებთან.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან, პირველ რიგში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. განვიხილეთ ასევე, სხვა საკითხები, რომელიც ეხება საქართველოს კანონმდებლობის იმ ნორმებს, რომლებიც არეგულირებს ეკონომიკურ ურთიერთობებს. ჩვენ თანამშრომლობის სხვადასხვა ფომატზე შევთახმდით. პარლამენტი იქნება აბსოლუტურად ღია და გახსნილი ბიზნესთან თანამშრომლობისთვის. მთავარია, რომ ჩამოვყალიბოთ ძალიან ქმედითი ფორმატი იმისათვის, რომ წინასწარ განვიხილოთ ყველა ის ინიციატივა, რომელიც დაკავშირებულია ბიზნესის ინტერესებთან",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.