საქართველოს პრემიერ-მინისტრი უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვევა, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათი ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიკსერმა დღევანდელ შეხვედრაზე, ვიზიტის დეტალებსა დასაქართველო-ესტონეთის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, რასაც ესტონეთი მტკიცედუჭერს მხარს. სვენ მიკსერმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას ესტონეთი, ევროკავშირისსაბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდშიც განაგრძობს, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ევროკავშირისა დააღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერება იქნება. ამ კონტექსტში, მხარეებმა ისაუბრეს„აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის შესახებ, რომელიც მიმდინარე წელს იგეგმება.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულვითარებას, რასაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ხურვალეთში პირადად გაეცნო. სვენ მიკსერმა საქართველოსტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ესტონეთის ორმხრივ თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში, რომელიცწარმატებით ვითარდება.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომმიესალმება ესტონეთის გამოცდილების გაზიარებას მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის ელექტრონული მმართველობისა დასაგადასახადო ადმინისტრირების რეფორმის მიმართულებით.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ვაჭრობის ზრდის პოზიტიური დინამიკა და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურიკავშირების შემდგომი გაფართოების მნიშვნელობას.