საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერს უმასპინძლა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრაზე, რომელსაც ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოსმდივანი დავით რაქვიაშვილი ესწრებოდნენ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონეთს საქართველოსტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის განუხრელიმხარდაჭერისათვის.
გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეშექმნილი ვითარებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან ასევე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიისა დარუსეთის იმ ქმედებების შესახებ, რომელსაც ფედერაცია, საერთაშორისო ნორმების დარღვევის მიმართულებით ახორციელებს ცხინვალისა დააფხაზეთის რეგიონებთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაგმო ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ არჩევნები და რუსეთის მხირდანაფხაზეთში დამატებითი შეიარაღების შეტანა, ასევე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის ფედერაციის საჯარისო შენაერთებისგაერთიანებასთან დაკავშირებული ე. წ. ხელშეკრულება.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის და ნატო-ს მომავალი სამიტისმნიშვნელობის შესახებაც ისაუბრეს, რომელშიც გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მისი მეგობარი ქვეყნების იმედი აქვს.
მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.