საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის უშიშროების საბჭოსმდივანს სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავითრაქვიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილიესწრებოდნენ, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობისგაღმავებას, შავი ზღვის თანამშრომლობის განვითარებას, თურქეთ-საქართველოსთავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, შავი ზღვის რეგიონშისტაბილურობის გაძლიერებას.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს საქართველოსტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრასთანდაკაშირებულ საკითხებს.
„ვისაუბრეთ სამმხრივ შეხვედრებზე - თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანისუშიშროების საბჭოების ერთობლივ მემორანდუმზე.
განვიხილეთ აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თანამშრომლობის სამმხრივიფორმატი, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკურ და ენერგეტიკულ სფეროებში.
ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს შედგება საქართველოს და თურქეთისპრეზიდენტების შეხვედრა, და ასევე, მაისში, „ბი სე კი-ს" ფორუმის ფორმატში საუბარიიქნება სამმხრივ თანამშრომლობებთან დაკავშირებით", - განაცხადა ეროვნულიუშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.