მორიგი ინციდენტი საბერძნეთის დედაქალაქში. ათენის ცენტრში “ ევრობანკის“ ერთ-ერთ ოფისში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. აფეთქებამ მხოლოდ შენობა დააზიანა. პოლიციამ მიმდებარე ქუჩები სწრაფად გადაკეტა. სამართალდამცველთა განცხადებით, ბომბის შესახებ ინფორმაცია მათ აფეთქებამდე 35 წუთით ადრე მიიღეს. ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს ანონიმმა პირმა აუწყა.