რუსეთი რეალობას სწორად ვერ აღიქვამს, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზვიად კვაჭანტირაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სოხუმში ვიზიტს.
მისი თქმით, რუსეთი თავად ვერ აღიქვამს რეალობას სწორად და განაგრძობს ილუზორულ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში.
"ლავროვის ვიზიტი სოხუმში იყო არა მხოლოდ მორიგი პროვოკაცია, არამედ უაღრესად მცდარი პოლიტიკური ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან, რაც მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ რუსეთი თავად ვერ აღიქვამს რეალობას სწორად და განაგრძობს ილუზორულ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში. რუსეთი ვერ აცნობიერებს რომ საერთაშრისო თანამეგობრობა არასდროს დაუკანონებს მას ანექსიურ პოლიტიკას კავკასიასთან მიმართებაში, არასდროს დაუკანონებს საქართველოს გახლეჩვას და დაქუცმაცებას",- ზვიად კვაჭანტირაძემ.