დღეს, 19 აპრილს, 16 სთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის ხელმძღვანელ პირებთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად სოფელ წაბლანას ეწვევა და პატივს მიაგებს 1989 წლის 19 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში 28 წლის წინ ეკოლოგიური ტრაგედია მოხდა. 1989 წლის 19 აპრილს უეცრად ჩამოწოლილმა მეწყერმა მთის მთლიანი კალთა მოწყვიტა და სოფელი წაბლანა მეწყერის ქვეშ მოაქცია. ყველაფერი რამდენიმე წუთში მოხდა. მძინარე ადამიანებმა გაღვიძებაც კი ვერ მოასწრეს. მეწყერმა 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვის.