საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტი შეაფასა.
მისი თქმით, ასეთი ღონისძიებებით რუსეთი ადგილობრივი მოსახლეობისთვის მცდარი მოლოდინების შემქნას გეგმავს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაცია ამ გზით ცდილობს, ოკუპირებულ რეგინებში მაცხოვრებელ საზოგადოებაში არარეალური მოლოდინები გააჩინოს, რომ ეს ტერიტორიები როდესმე აღიარებული იქნება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ეს არასდროს არ მოხდება, რადგან საქართველოს მთავრობას შესაბამისი ქმედებები აქვს განხორციელებული და ახორციელებს შესაბამის ნაბიჯებს, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი იყოს მტკიცეს დაცული,“- განაცხადა ჯანელიძემ