პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. „მოამბის“ ინფორმაციით, მისი ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია 27 აპრილს გაიმართება.
„მოამბესთან“ თავად უსუფაშვილი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა დასძენს, რომ მისი ახალი პარტია ღია იქნება. მისივე თქმით, გასული თვეების განმავლობაში ის არაერთ პოლიტიკოსთან და საზოგადოებრივად აქტიურ ფიგურასთან მართავდა შეხვედრებს, თუმცა კონკრეტულად ვინ იქნება მის გუნდში ამ დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.