ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან. ლავროვი რუსეთის საელჩოს ახალ შენობას საზეიმოდ გახსნის. ის დე-ფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტსა და დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. საგარეო საქმეთა მინისტრი აფხაზეთში 2 დღე დარჩება.
„რეგიონში რთული ვითარება განსაკუთრებით აქტუალურს ხდის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას. საქართველო კვლავ აცხადებს პრეტენზიებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ მათთან მოლაპარაკებებზე. ამასთან დაჟინებით ისწრაფვის ნატოში. აფხაზეთთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ტერიტორიაზე განთავსებულია რუსულ სამხედრო ბაზა. რუსი მესაზღვეები კი მათ საქართველოსთან რესპუბლიკის საზღვრების დაცვაში ეხმარებიან“,- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტორს განცხადებაში.