ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველო ახორციელებს შთამბეჭდავ რეფორმებს.
"ვაგრძელებთ გაფართოებას. მალე გვეყოლება 29-ე წევრი - მონტენეგრო. ვმუშაობთ საქართველოსთან, რომელიც ახორციელებს შთამბეჭდავ რეფორმებს, აძლიერებს დემოკრატიულ და თავდაცვის ინსტიტუტებს, ებრძვის კორუფციას. ეს ნატო-ს წევრობისთვის საჭირო მცდელობების ნაწილია. ამით უახლოვდები ალიანსს. ნატო-ს კარი ღიაა. გაფართოება და წევრობა მხოლოდ აპლიკანტის და ალიანსის წევრების გადასაწყვეტია. სხვას არ აქვს უფლება, ჩაერიოს ამ პროცესში", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში, საზოგადეობასთან შეხვედრაზე, რომელსაც შტატებში საქარველოს ელჩიც ესწრებოდა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოში რუსეთის აგრესიაზე, რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე, ყირიმის ოკუპაციაზე და ნატო-რუსეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა.