საკონსტიტუციო კომისიის წევრები პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენების საკითხზე მსჯელობენ. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის ინფორმაციით, პრეზიდენტს ვეტოს გამოყენება ისეთ თემებზეც უნდა შეეძლოს, რაც ამ დრომდე მის კომპეტენციას აღემატებოდა.
"პრეზიდენტის ვეტო ამ დრომდე არ ვრცელდებოდა ბიუჯეტზე და კონსტიტუციურ კანონზე. დღეს უმრავლესობის პოზიციაა, რომ პრეზიდენტის ვეტო ორივე მათგანზე გავრცელდეს,"- განაცხადა გიორგი კახიანმა. მისივე თქმით, პრეზიდენტს ვეტოს გამოყენების უფლება ყველა კანონზე ექნება, გარდა იმ საკონსტიტუციო ცვლილებისა, რომლის მიღებაც ორი მოწვევის პარლამენტების მიერ მოხდა.
დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს.