სუს-ის ანგარიშის მოსმენა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის ზოგადი ანგარიში ღია ფორმატში, მედიის თანდასწრებით წარმოადგინა, თუმცა ამ ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ კომიტეტების ხელმძღვანელებმა კოლეგებს სხდომის დახურვა შესთავაზეს, რაც საპარლამენტო უმცირესობამ გააპროტესტა.
ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, დეპუტატების კითხვები თავისი შინაარსით სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია.
კენჭისყრის შედეგად, კომიტეტების წევრებმა ხმათა უმრავლესობით სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.