ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა დედა ენის დღესთან დაკავშირებით 13-დან 21 აპრილს ჩათვლით მართავს დედა ენის კვირეულს სკოლის ათივე რეგიონულ სასწავლო ცენტრში, სადაც გაიმართება თავისუფალი გაკვეთილები, რომლებიც იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების კითხვას დაეთმობა. (ახალქალაქი, ნინოწმინდა, წალკა, გარდაბანი, ლამბალო, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ლაგოდეხი და ახმეტა).
დედაენის კვირეულში სკოლის მსმენელებთან ერთად ჩაერთვებიან ადგილობრივი ანსამბლები და მოწვეული სტუმრები.
დედაენის კვირეულის მიზანია ქართული ენის სწავლების პოპულარიზაცია და ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში. ასევე სკოლის მიზანია, სტუმრებს გავაცნოთ ჟვანიას სკოლის საქმიანობის შედეგები.