ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახურები. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხის მოსპობა გამოიწვია.