„არანაირი წინასწარი მზადება არჩევნებთან დაკავშირებით და არანაირი წინასწარი განცხადება, რომ ის შემდგომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, არ გაკეთებულა. ასე რომ, მარგველაშვილის კომპლექსი არის მოსახსნელი ამ საკითხიდან,“ - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა „არჩევანის“ ეთერში. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას მაღალი თანამდებობის პირები გამუდმებით პრეზიდენტის შესახებ ცვლილებებზე საუბრობენ და ყოველივე ეს უბრალო შურისძიებას ემსგავსება.
მანვე ისაუბრა იმის შესახებ, რომ როდესაც ქვეყანაში დაბალი სოციალური ფონი და გაჭირვებაა, კანონმდებლებს გაცილებით მნიშვნელოვან ცვლილებებზე უფრო აქვთ საფიქრალი, ვიდრე ეს პრეზიდენტის ტიპის განსაზღვრაა.