თბილისის მუნიციპალიტეტის ფრაქციის ,,ქართული ოცნება - კონსერვატორები“ თავმჯდომარე დავით უთმელიძე დედაქალაქის მერის წლიური ანგარიშის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციური ფრაქციების მიერ დასმულ შეკითხვებს გამოეხმაურა.
,,სირცხვილია როდესაც ოპოზიციის მიერ 2 თვის განმავლობაში აგებული პიარის ფონზე ჩვენს ოპონენტებს მერთან კითხვები არ აქვთ. მართალი იყო დავით ნარმანია, როდესაც განაცხადა, რომ ოპოზიციას მხოლოდ შოუს დადგმა სურდა’’,- განაცხადა დავით უთმელიძემ.
უმრავლესობის წევრმა დავით ნარმანიას წლიური ანგარიში დადებითად შეაფასა და დედაქალაქის მერს, საქალაქო სამსახურებსა და საკრებულოს წევრებს გუნდური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.