"არაგონივრული იქნება, თუ ბაშარ ალ ასადის მთავრობა კიდევ ეცდება ქიმიური იარაღის გამოყენებას" განაცხადა აშშ თავდაცვის მინისტრმა - ჯეიმს მატისმა.
"პრეზიდენტის ბრძანება ერთგვარი ნიშანია ქიმიური იარაღის გამოყენების პოტენციური რისკების აღმოსაფხვრელად და იმის საჩვენებლად, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აღარასდროს გაჩუმდება ასადის ძალმომრეობით აქტებზე, უდანაშაულო ადამიანების ხოცვაზე"- განაცხადა მატისმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და ირანმა ამერიკის შეერთებული შტატები გააფრთხილა, რომ არ გადაკვეთოს "ცხელი ხაზი", წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი "ძალით უპასუხებენ".