„ბიუჯეტში თამბაქოს მომხმარებლებისგან, მათ შორის აქციზის, რეკლამის, გადამყიდველთა და ა.შ. შედის დაახლოებით მილიარდ ლარამდე. საყოველთაო ჯანდაცვა, ანუ ჩვენი დაზღვევა სახელმწიფოს უჯდება 660 მილიონი ლარი. ეს მწეველი ადამიანები მარტო თავის სიცოცხლეს კი არ აზღვევინებენ ხელისუფლებას, მთელი მოსახლეობის სიცოცხლეს აზღვევენ ერთი მილიარდით.“- ეს განცხადება ეკონომისტმა გიორგი ყიფიანმა გადაცემა „ხალხის პოლიტიკის“ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, თამბაქოს მოხმარების შესახებ კანონის გამკაცრება რამოდენიმე ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვასა და სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს.