საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრალდებებს გამოეხმაურა.
"ათასი ადამიანი მოდის და ათას რამეს მეუბნება. არ მგონია, რომ ეს მიზანმიმართულად იყო გაკეთებული. როცა იკეტები საკუთარ თავში, ათასი ადამიანი მოდის და რაღაცას გეჩურჩულება, მერე შეიძლება ასეთ შეცდომაში შეგიყვანონ. როცა კეთდება განცხადება ასეთი შეთქმულების თეორიაზე, მგონია, რომ ეს არის შეცდომაში შეყვანილი ადამიანი, რომელსაც რაღაცა უთხრეს და დაიჯერა. არ ვფიქრობ, რომ ეს მან მოიგონა," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "კავკასიას" ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ დღეს, საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დაწყებისას განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია, თუ როგორ ცდილობს პრეზიდენტი კომისიის ზოგიერთი წევრის გადაბირებას, რათა მათ დატოვონ საკონსტიტუციო კომისია.